Thursday, July 4, 2019

სასწავლო პროექტის გეგმა და რეფლექსია


სასწავლო პროექტის გეგმა „ მათემატიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნანი კელენჯერიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ზესტაფონი. სოფელი ქვედა საზანო.
სკოლა
ქვედა საზანოს #2 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება       
მათემატიკა ჩვენს ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
პროექტის შინაარსი
პროცენტის ცნებას მოსწავლეები უკავშირებენ თანამედროვე ცხოვრებას, მუშაობენ გუნდურად და წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით აყალიბებენ გადაჭრის გზებს.
საგანი/საგნები         
მათემატიკა
საფეხური/კლასი       
საბაზო საფეხური  ---მე-9 კლასი
პროექტის განხორციელების დრო    
ერთი თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
მათ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან
დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად დარიცხულ საპროცენტო
განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის
განსხვავებაზე;
· ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ გამოთვლებს
და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით;
· ხსნის სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე გამოთვლებთან დაკავშირებულ
ამოცანებს
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები       
მოსწავლეები შეძლებენ პროცენტის გამოთვლას, რიცხვის პოვნას პროცენტის მიხედვით , გაიაზრებენ ორი რიცხვის პროცენტულ შეფარდებას, მარტივი და რთული დარიცხვის წესებს შორის განსხვავებას , არჩევენ საუკეთესო ვარიანტს პირადი ხარჯთაღრიცხვასთან  დაკავშირებით. შესწავლილ საკითხს გამოიყენებენ სხვა სასწავლო დისციპლინებში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
არის თუ არა მათემატიკის შესწავლა აუცილებელი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
რაში ვიყენებ პროცენტის ცნებას?
რა განსხვავებაა პროცენტის დარიცხვის მარტივ და რთულწესებს შორის?
შინაარსობრივი კითხვები
რას ეწოდება პროცენტი?
როგორ ვიპოვო რიცხვი პროცენტის მიხედვით?
როგორ ვიპოვოთ ორი რიცხვის  პროცენტული ფარდობა?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
  • თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე, ჩარტზე)

პროექტის მსვლელობისას

პროექტის დასრულების შემდეგ

შეფასების მოკლე მონახაზი
  მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესაფასებლად  ჩავატარებ გამოკითხვას პროექტის დაწყებამდე იმის გასაგებად თუ რა ფაქტიურ ცოდნას ფლობენ მოსწავლეები საკითხის  ( თემის) შესახებ.
  პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს.  გამოიყენებენ თანასწორთა უკუკავშირებს.
  შევაფასებთ რუბრიკების და ქულების საშუალებით.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
ტექნიკური უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისი
          პროექტზე მუშაობა დავიწყე იმით რომ დაფაზე დავწერე ზოგადი  შეკითხვა. მეხმარება თუ არა მათემატიკის შესწავლა სამყაროს შეცნობისათვის? შევარჩიე რამდენიმე თემა, მათ შორის ბანკის კრედიტებთან დაკავშირებით, რადგან დღეს-დღეობით თითქმის ყოველ მეორე ოჯახს აქვს ბანკის კრედიტი. გაიმართა მსჯელობა პროცენტის ცნების შესახებ, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და მათ ჩართულობას პროექტზე მუშაობაში.
        მსჯელობის შემდეგ გავაცნობ პროექტის იდეას,“ პროცენტის ცნების ცოდნის აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში“. მოვახდენ თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბებას. დრო ერთი თვე.
      2.მოვახდენ წინარე ცოდნის განსაზღვრას და მოსწავლეთა საჭიროების დადგენას. ამისათვის გამოვიყენებ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.
        მსვლელობა.        მოსწავლეებთან ერთად მიმოვიხილავ პროექტის  ძირითად ასპექტებს, ვუხსნი მათ  რომ მუშაობა მოუწევთ ჯგუფებში და შეფასდებიან ერთობლივ ჯგუფურ ნამუშევარში. მოსწავლეებისაგან შეიქმნება 2 ჯგუფი. ჯგუფების დაკომპლექტების დროს ყურადღებას მივაქცევ იმ ფაქტს რომ მოსწავლეები თანაბრად იყვნენ განაწილებული ჯგუფებში სქესის, წარმომავლობისა და უნარების მიხედვით. ამის შემდეგ მოხდება ჯგუფის ხელმძღვანელის(ლიდერის) არჩევა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის მობილიზებაზე და მუშაობაზე. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს. ჯგუფისათვის მიცემული ყველა დავალება  არის თანაბარი სირთულის. მოსწავლეებმა ჯგუფის ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ დიაგრამის ან ფოტომასალის სახით.
        პირველი ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას ბანკებიდან მარტივი და რთული წესით თანხების დათვლის შესახებ.
        მოიპოვებენ ინფორმაციას ბანკში  შეტანილ თანხებზე პროცენტის დარიცხვის შესახებ, როგორც მარტივი ასევე რთული  წესით. მოიძევენ ინფორმაციას სესხის აღების პირობებზე,, გაანალიზებენ, არჩევენ საუკეთესო ვარიანტს ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, მსჯელობენ მათ სანდოობაზე, იკვლევენ რომელ ბანკში სჯობს ფულის ანაბარზე განთავსება.
      მეორე ჯგუფს ვთავაზობ სამოტივაციო  ამოცანას. ღერძულა ხაზის გადაკვეთისას დათო დააჯარიმეს 100 ლარით, რომელიც უნდა გადაეხადათ ოთხი თვის განმავლობაში, დათოს ფულის გადახდა დაავიწყდა და განმეორებით მოუვიდა ჯარიმა207,36 ლარი. როგორ დაერიცხა ჯარიმა, მარტივი თუ რთული წესით?
     მოსწავლეები ეცნობიან შესაბამის კანონმდებლობას, მსჯელობენ და ენთანხმებიან თუ არა ამ წესს, ხომ არ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ვის სასარგებლოდ შეცვლიან კანონმდებლობას, მოქალაქის თუ საზოგადოების.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს დავალების შესასრულებლად ვაძლევ მეტ დროს, დავურიგებ ზოგიერთ პროდუქტის შაბლონს, როგორიც არის მაგალითად პრეზენტაციის შაბლონი.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ნიჭიერი მოსწავლეები
მივცემ თავისუფალ დავალებებს, ვუზრუნველყოფთ შედარებით რთული  დავალებების შესრულების შესაძლებლობებს, გავაცნობ საკითხავ მასალას საპროექტო თემასთან დაკავშირებით. დავავალებები მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტ წყაროებში.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტ კავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეო კონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
 IXკლასის მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი ,ვეფხვაძე.
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრურსები
ka.wikipedia.org
 სოციალური ქსელები
Youtube.com
სხვა რესურსები
პრეზენტაციაზე მოწვეული იქნა სკოლის დირექცია, სხვა კლასის მოსწავლეები, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.







            პროექტის შეფასების რუბრიკა



3
2
1
პროექტის ორგანიზება

შინაარსი კარგად არის
ორგანიზებული და
პროექტის ეტაპები
თანმიმდევრულადაა
წარმოდგენილი

შინაარსის ძირითადი
ნაწილი ორგანიზებულია
კატეგორიების მიხედვით
დასათაურებების და
მონიშნული ნუსხების
გამოყენებით.
ინფორმაცია ლოგიკური
თანმიმდევრობით არის
წარმოდგენილი.
შინაარსი გარკვეულწილად
ორგანიზებულია
კატეგორიების მიხედვით
რამდენიმე დასათაურების
და მონიშნული ნუსხის
გამოყენებით.
ინფორმაცია, უმეტესად,
ლოგიკური
თანმიმდევრობით არის

შეიძლება გარკვეული
დეტალები წარმოდგენილი
იყოს, მაგრამ შინაარსი
არაორგანიზებულია და
დეტალები შეიძლება
ერთმანეთთან არ იყოს
დაკავშირებული.


საკვლევი საკითხის თემასთან შესაბამისობა
საკვლევი საკითხი შესაბამისობაშია თემასთან
საკვლევი საკითხი ნაწილობრივ შეესაბამება თემას
საკვლევი საკითხი არ არის შესაბამისი თემასთან
პრეზენტაციის წარდგენა
პრეზენტაცია საინტერესოა
და კარგად არის
შესრულებული.
მოსწავლე სრულყოფილად
არის მომზადებული
მოსწავლე
თანმიმდევრულად იყენებს
ჟესტებს, ვიზუალურ
კონტაქტს, ხმას და იჩენს
ენთუზიაზმს, რათა
აუდიტორიამ ყურადღება არ
მოადუნოს.
წარმოთქმა ზუსტია,
თავისუფალია და ადვილად
გასაგებია მსმენელისთვის.
პრეზენტაცია მეტ-ნაკლებად
საინტერესოა და
ადეკვატური ხარისხისაა.
მოსწავლეს ეტყობა რომ
საკმაოდ კარგად
მომზადებულა, მაგრამ
უკეთესი იქნებოდა კიდევ
რამდენიმე რეპეტიცია რომ
გაევლო.
მოსწავლე, როგორც წესი,
იყენებს ჟესტებს,
ვიზუალურ კონტაქტს, ხმას
და იჩენს ენთუზიაზმს, რათა
აუდიტორიამ ყურადღება არ
მოადუნოს.
წარმოთქმაში რამდენიმე
შეცდომა იყო დაშვებული,
იყო რამდენიმე პაუზა და
წყვეტა. მეტყველება
გასაგებია
კეთილგანწყობილი
აუდიტორიისთვის.
პრეზენტაციას რამდენიმე
პრობლემა აქვს, მაგრამ მას
აუდიტორიის ინტერესის
შენარჩუნება მაინც შეუძლია.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად
მომზადებულია, მაგრამ
აშკარაა, რომ მას საკმარისი
რეპეტიცია არ გაუვლია.

მოსწავლე ზოგჯერ იყენებს
ჟესტებს, ვიზუალურ
კონტაქტს, ხმას და/ან იჩენს
ენთუზიაზმს, რათა
აუდიტორიამ ყურადღება არ
მოადუნოს.
წარმოთქმაში რამდენიმე
შეცდომა იყო დაშვებული,
იყო რამდენიმე პაუზა და
წყვეტა. პრეზენტაციის
უმეტესი ნაწილი გასაგებია
კეთილგანწყობილი
აუდიტორიისთვის.



                              პროექტის რეფლექსია

      მიმაჩნია, რომ სასწავლო პროექტების განხოეციელება  ეხმარება მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწნებული უნარების განვითარებაში.
    გაგაცნობთ ჩემი მოსწავლების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი, პროექტი ,,მათემატიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’.
    გამოკითხვით აღმოვაჩინე ,რომ მოსწავლეები სრულყოფილად არ ფლობენ საბანკო პროცენტებისა და ჯარიმების წესებს ეს იქნება სესხის აღება ბანკებიდან(მოგეხსენებათ ,რომ დღეს-დღეობით თითქმის ყოველ მეორე ოჯახს აქვს ბანკის სესხი) თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და მასთან დაკავშირებული ჯარიმები).
       ერთად ჩამოვაყალიბეთ პრობლემა, დავგეგმეთ და დავიწყეთ პროექტის განხორციელება. მე ამ პროექტში ვასრულებდი ფასილიტატორის როლს
      პროექტში ჩართული იყვნენ მე-9 კლასის მოსწავლეები.
     შეფასების ეტაპები. შეფასება მოხდა პროექტის სამივე ეტაპზე. პირველ ეტაპზე შევაფასე მათი წინარე ცოდნა და ინტერესები. მეორე ეტაპზე ინფორმაციის მოძიების,დახარისხების, თანამშრომლობის, რაოდენობრივი კვლევის უნარები. მესამე ეტაპზე- მათი შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარი.
    შეფასების ფორმა: განმავითარებელი
   პროექტის სარგებელი სხვებისათვის.გამოკითხვაში ჩართული იყვნენ და პრეზენტაციებს ესწრებოდნენ სხვა კლასის მოსწავლეები.
  პროექტზე მუშაობის შემდეგ ჩემს მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა,სავარაუდო გზების მოძებნა.მიღებული გამოცდილება გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.
       


ნანი კელენჯერიძე